
ავტორი
Front News საქართველო
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში, სადაც ადგილობრივები მიწის ფართობის გასხვისებას აპროტესტებენ, ხმაურია.
აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
აქციის მონაწილეებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ. როგორც შიდა ქართლის გუბერნატორმა ვალერიან მჭედლიძემ განაცხადა, მიმდინარეობს მოლაპარაკება მიწის მფლობელთან და მოსახლეობასთან, რომ ორივე მხარე შეთანხმებამდე მივიდეს.
ადგილობრივები კი აცხადებენ, რომ პროტესტს იქამდე არ შეწყვეტენ, ვიდრე მიწა, რომელსაც საძოვრებისთვის იყენებდნენ, სოფელს არ დაუბრუნდება.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს