ზელენკის ინაუგურაციას ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტები დაესწრებიან


ავტორი
Front News საქართველო
თბილისი: უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციას 5 ქვეყნის პრეზიდენტები დაესწრებიან. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ეკატერინა ზელენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, 20 მაისს კიევში ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, საქართველოს და უნგრეთის პრეზიდენტებს ელოდებიან.
ზელენკოს განცხადებით, ცერემონიაში ასევე მონაწილეობას მიიღებს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარეკ შევჩივიჩი და ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწე.
გარდა ამისა, ინაუგურაციაზე ელოდებიან ევროკავშირის, ასევე დიდი შვიდიანის წევრი სახელმწიფოების – კანადის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის მთავრობების და პარლამენტის და უკრაინის სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს.
ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს