Logo

ზელენსკი – 100 000 დაღუპული რუსიც არ აიძულებს კრემლს დაფიქრებას

უკრაინა
1401
Frontnews image description

ასი ათასი რუსის სიკვდილიც კი არ აიძულებს რუსეთის ხელისუფლებას იფიქრონ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების აუცილებლობაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

 

მისივე თქმით, რუსული არმიის ჯამური დანაკარგები უკვე 65 ათას ჯარისკაცს უახლოვდება. 

 

როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, უამრავმა რუსმა მისცა არსებობის უფლება იმ შესაძლებლობას, რომ “კრემლში მყოფმა რამდენიმე ადამიანმა იგნორირება გაუკეთოს რეალობას”.

 

ზელენსკის თქმით, ბოლო დღეებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები სხვადასხვა მიმართულებით გაგრძელდა. ურთულესი მდგომარეობა კვლავ ბახმუტის მიმართულებით რჩება.

 

“აქტიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ფრონტის სხვადასხვა ნაწილში. დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში რჩება ძალიან მძიმე ვითარება, ყველაზე რთული სიტუაციაა ბახმუტის მიმართულებით. ისევე როგორც წინა დღეებში, პოზიციებს ვიკავებთ ზოგადად, აღმოსავლეთში და სამხრეთში. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ოკუპანტებმა იგრძნონ, რომ პერსპექტივა არ აქვთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ვინც არ უნდა გაუშვან რუსებმა უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ საბრძოლველად, ეს მათთვის მხოლოდ დამარცხებით დასრულდება.

Advertisement