ზელენსკი – 2023 წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ თავისუფლება მთელ უკრაინას

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვაშინგტონში იმყოფება, რათა ბაიდენთან ერთად განიხილოს უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივი თანამშრომლობა.
“დღეს მე ვარ ვაშინგტონში, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტს და კონგრესს საჭირო მხარდაჭერისთვის. ასევე გავაგრძელო თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვების დასაახლოებლად”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გეგმავს მოლაპარაკებების სერიის გამართვას უკრაინის სტაბილურობისა და თავდაცვის შესაძლებლობების გასაძლიერებლად. კერძოდ, პრეზიდენტ ბაიდენთან უკრაინისა და ამერიკის შეერთებული შტატების ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.
“მომავალ წელს ჩვენ უნდა დავუბრუნოთ უკრაინის დროშა და თავისუფლება მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს“, – აცხადებს ზელენსკი.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




