ზელენსკი - 48 საათის განმავლობაში შესაძლოა, მასშტაბური დარტყმა იყოს, რუსეთმა რაკეტები მოამზადა

ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა უკვე მოამზადა რაკეტები უკრაინაზე ახალი თავდასხმისთვის. ეს შეიძლება 48 საათში მოხდეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"დაზვერვისა და ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით, რომ რუსებმა მოამზადეს რაკეტები უკრაინაზე ახალი მასშტაბური დარტყმისთვის. ეს დარტყმა შესაძლოა, დღეს მოხდეს: ინფორმაცია ასეთია, რომ შეიძლება, იყოს 48 საათის განმავლობაში", - განაცხადა ზელენსკიმ.
მან უკრაინელს მოუწოდა, თავს გაუფრთხილდნენ და ყურადღება მიაქციონ განგაშის სირენებს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის პირველი პრიორიტეტი, რომლითაც პარტნიორებს შეუძლიათ კიევის დახმარება, საჰაერო თავდაცვაა.
"ყველა შეთანხმება უნდა შესრულდეს – დაუყოვნებლივ უნდა შესრულდეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა ყველა დიპლომატმა უფრო სწრაფად უნდა იმოქმედოს და უკრაინის საჭიროებები მსოფლიოში უფრო ხმამაღლა უნდა იყოს გაჟღერებული, რადგან ეს არის რეალური საჭიროებები სიცოცხლის დასაცავად“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ძირითადი პარტნიორი ქვეყნები სულ უფრო მეტად აცნობიერებენ, თუ რა ხდება სინამდვილეში უკრაინაში, ასევე იციან რუსეთის თავდასხმების და ომის გაჭიანურების შესახებ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




