ზელენსკი - 9 მაისს მოსკოვში ყოფნას არ გირჩევთ

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აღლუმის დროს მოსკოვში ჩასვლას არავის ურჩევს.
მისი თქმით, უკრაინამ შესთავაზა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა, მათ შორის 6 მაისიდან დაწყებული, თუმცა ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან ახალი თავდასხმები და მუქარა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, მოსკოვი ცდილობს 9 მაისის ღონისძიების მშვიდობიანი ჩატარების უზრუნველყოფას, რის შემდეგაც სამხედრო მოქმედებები განახლდება და უკვე არსებობს განცხადებები ამ თარიღის შემდეგ შესაძლო დარტყმების შესახებ.
მისივე თქმით, რუსეთთან დაახლოებული რამდენიმე ქვეყანა 9 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებზე მოსკოვში წარმომადგენლების გაგზავნას გეგმავს.
"რუსეთთან დაახლოებული ზოგიერთი სახელმწიფოსგან გვაქვს მიმართვები, რომ მათი წარმომადგენლები მოსკოვში ყოფნას აპირებენ. უცნაური სურვილია... ჩვენ ამას არ ვურჩევთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
რუსეთმა 8 მაისის 00:00 საათიდან 10 მაისამდე ცეცხლის შეწყვეტა კიდევ ერთხელ გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო წერს, რომ "უკრაინის შეიარაღებული ძალების მხრიდან ზავის დარღვევის ან დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ობიექტებზე დარტყმის მცდელობის შემთხვევაში, რუსეთი შესაბამის საპასუხო ზომებს მიიღებს".
იქამდე ცეცხლის შეწყვეტა 6 მაისიდან უკრაინამ გამოაცხადა. პრეზიდენტის თქმით, რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არაერთხელ დაარღვია და უკრაინა შემდეგ ნაბიჯებს თავად განსაზღვრავს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




