ზელენსკი - ადრე ძნელი დასაჯერებელი იყო სანქციები, მაგრამ ახლა გვაქვს, იგივე შესაძლოა, იყოს "ტომაჰავკებთან" დაკავშირებით


ავტორი
Front News საქართველო
"ტომაჰავკის" უკრაინისთვის გადაცემის გადაწყვეტილება "ძალიან მგრძნობიარეა“, მაგრამ შესაძლოა, იგივე იყოს, რაც აშშ-ის სანქციების შემთხვევაში, რომელთა დაჯერებაც ერთ დროს ძნელი იყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
"ტომაჰავკი" ძალიან მგრძნობიარე გადაწყვეტილებაა. თუმცა, ეს სანქციების მსგავსია - ადრე ძნელი დასაჯერებელი იყო, მაგრამ ახლა ენერგეტიკასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გვაქვს. ახლა იგივე გვაქვს შორი მოქმედების რაკეტებთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, "ტომაჰავკების" გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება საბოლოოდ იქნება მიღებული, თუმცა ყველაფერი შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული.
"ვფიქრობ, მათთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გარკვეულ მომენტში იქნება მიღებული. თუმცა, ყველაფერი მხოლოდ ამერიკულ მხარეზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
17 ოქტომბერს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდა.
ამ შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილების გამოცხადება იყო მოსალოდნელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონი ჯერ ამისთვის მზად არ იყო.
აშშ-ის ლიდერმა განაცხადა, რომ "შეერთებულ შტატებსაც სჭირდება "ტომაჰავკის“ რაკეტები, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის სამხედროებს ამ რაკეტებიდან ბევრი აქვთ“.
მოგვიანებით, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტომაჰაკვის“ ტიპის რაკეტების გადაცემის გადაწყვეტილება კვლავ ღიად რჩება.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა