ზელენსკი – აგრესორი წააგებს, მსოფლიოს კი ომის იდეაზე გამარჯვება ელოდება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის გამარჯვება რუსულ აგრესიაზე შეცვლის სამყაროს, რადგან ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინასა და ბრიტანეთს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება – ომის იდეაზე გამარჯვება ელის.
”ჩვენ ვიცით, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი დამარცხდება. ჩვენ ვიცით, რომ გამარჯვება შეცვლის სამყაროს და ეს იქნება ცვლილებები, რომლებიც მსოფლიოს სჭირდება დიდი ხნის განმავლობაში. გაერთიანებული სამეფო ჩვენთან ერთად მოდის ვფიქრობ, ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებისკენ. ეს იქნება გამარჯვება ომის იდეაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნებისმიერ აგრესორს ეცოდინება, რა ელოდება მომავალში, თუ თავს დაესხმება საერთაშორისო წესრიგს.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს