ზელენსკი - "აიათოლა პუტინს" ირანის მაგალითიდან შეუძლია დაინახოს, თუ რა ემუქრება ასეთ რეჟიმებს


ავტორი
Front News საქართველო
დღეს რუსებმა ღიად გამოხატეს სურვილი უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების, თუმცა, რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინს ირანის მაგალითიდან შეუძლია დაინახოს, თუ რა ემუქრება ასეთ რეჟიმებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, მან უკრაინელ ჩინოვნიკებს დაავალა, მოამზადონ დამატებითი შესაძლებლობები თანამშრომლობისთვის "მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას.
როგორც მან აღნიშნა, კრემლი აღარ მალავს ბრძოლის გაგრძელების განზრახვას. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ან დასავლეთის ზეწოლამ მოსალოდნელი ეფექტი ჯერ არ მოიტანა, ან რუსეთის მთავრობა ცდილობს სტაბილურობის ნიშნის დემონსტრირებას.
"რუსეთის ეკონომიკა ისედაც უარესდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუჭერთ მხარს ამ პროცესს. აიათოლა პუტინს ირანში მყოფ მეგობრებზე შეუძლია დაინახოს, თუ სადამდე მიდიან ასეთი რეჟიმები და რა ჩამორჩენას აყენებენ ისინი თავიანთ ქვეყანას. უსაფრთხოების აღსადგენად ჩვენი კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ სურს უკრაინასთან უპირობო ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 30 დღის განმავლობაში. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციას ამჟამად აქვს სტრატეგიული უპირატესობა და ის "მის დაკარგვას არ აპირებს".
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს