ზელენსკი - ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღეებია და ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება.
"ახლა წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური დიპლომატიური დღეებია და ახალ წლამდე ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ამის უზრუნველსაყოფად, მაგრამ მიღებული იქნება თუ არა გადაწყვეტილებები, ჩვენს პარტნიორებზეა დამოკიდებული. მათზე, ვინც უკრაინას ეხმარება და მათზე, ვინც რუსეთზე ზეწოლას ახდენს, რათა რუსებმა საკუთარი აგრესიის შედეგები იგრძნონ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, მხოლოდ ამ კვირაში რუსებმა 2100-ზე მეტი თავდასხმის დრონი, დაახლოებით 800 მართვადი საჰაერო ბომბი და სხვადასხვა ტიპის 94 რაკეტა გაუშვეს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სარემონტო ჯგუფები, ენერგეტიკოსები და სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ფაქტობრივად 24/7-ზე მუშაობენ სიცოცხლის დასაცავად და ელექტროენერგიის აღსადგენად.
„მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ სანქციების განხორციელება, აგრესიის პოლიტიკური ზეწოლის ყველა ფორმა, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება და ის, რომ ჩვენ ყველამ გადავდგათ ის ნაბიჯები, რომლებიც ამ ომს დაასრულებს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ეს არის ნაბიჯები, რომლებსაც დღეს ჩვენს პარტნიორებთან განვიხილავთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




