ზელენსკი – ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელი სამხედროები ერთ-ერთ ურთულეს ბრძოლაში არიან


ავტორი
Front News საქართველო
ახლა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელი სამხედროები ერთ-ერთ ურთულეს ბრძოლაში არიან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“დღეს განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო დონბასში მებრძოლი ჯარისკაცების გამბედაობა, ძალა და მოქნილობა. ერთ-ერთი ურთულესი ბრძოლაა, მტკივნეული და მძიმე.
მადლობას ვუხდი ყველა ჯარისკაცს, მესაზღვრეს, გვარდიელს, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ბახმუტის, უგლედარის, ავდეევკის, სევერსკის, სვატოვსკის, ლიმანის და ზაპოროჟიეს მიმართულებებში.
მადლობა თქვენ და თითოეულ მოხალისეს, რომელიც ეხმარება ჩვენს ბიჭებს! მადლობა ყველა ჩვენს ექიმს, სამედიცინო დას, რომლებიც გადაარჩენენ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას!”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს