ზელენსკი – ახლა ნამდვილად არ არის დრო, ვინმე ბოროტი სახელმწიფოს კვალს გაჰყვეს

ავტორი
Front News საქართველო
ცალკეული სახელმწიფოების მიერ უკრაინის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტის აკრძალვა დამღუპველია და ახლა ნამდვილად არ არის დრო, ვინმე ბოროტი სახელმწიფოს კვალს გაჰყვეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან განვიხილეთ ვითარება გარკვეული სახელმწიფოების მიერ ჩვენი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტის ჩემი აზრით დესტრუქციული აკრძალვის ირგვლივ“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ არღვევს უკრაინასა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას, არამედ სახიფათო იმედს აძლევს კრემლს, რომ საერთო ევროპულ სახლში ვიღაცის მცდარი გადაწყვეტილებები შეიძლება საერთო ინტერესებზე ბატონობდეს.
“ახლა, როცა რუსეთი არღვევს თავისუფალ ვაჭრობას, ცდილობს დაბლოკოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მიწოდება მსოფლიო ბაზარზე, ნამდვილად არ არის დრო, ვინმე ბოროტი სახელმწიფოს კვალს გაჰყვეს, მსგავსი რამ გააკეთოს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აუცილებელია ამ რთული სიტუაციიდან ნორმალური, ევროპული სულისკვეთებით, კონსტრუქციული გამოსავლის პოვნა, რომელიც ითვალისწინებს ყველა ქვეყნის და მთლიანად ევროპის ინტერესებს.
15 აპრილს პოლონეთმა უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი აკრძალა. 18 აპრილს უკრაინა პოლონეთს მარცვლეულის ტრანზიტის განახლებაზე შეთანხმდა, მაგრამ იმპორტის აკრძალვა ძალაში დარჩა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია დამატებით 100 მილიონ ევროს გამოყოფს ევროკავშირის ფერმერების მხარდასაჭერად. გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უკრაინული მარცვლეულის გარშემო ვითარების განმუხტვას.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


