Logo

ზელენსკი - ახლა Patriot-ების ისეთი დეფიციტი გვაქვს, რომ უარესი აღარ შეიძლება

უკრაინა
187
Frontnews image description

უკრაინას ამჟამად Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სარაკეტო სისტემების კრიტიკული დეფიციტი აქვს. თუ ომი გაგრძელდება, კიევს კიდევ უფრო ნაკლები იარაღი ექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა ირანთან ომის ნეგატიური გავლენის გამო სამშვიდობო ძალისხმევასა და უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.

"ისინი მუდმივად კონტაქტში არიან ირანთან და უკრაინისთვის დრო არ აქვთ“, - აღნიშნა მან ამერიკელ მომლაპარაკებლებთან ჯარედ კუშნერსა და სტივ უიტკოფთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, ზელენსკიმ Patriot-ის საზენიტო-სარაკეტო სისტემების კრიტიკული დეფიციტის შესახებ განაცხადა.

"ახლა ისეთი დეფიციტი გვაქვს, რომ უარესი აღარ შეიძლება", - აღნიშნა მან.

ირანში ოპერაციის დაწყებიდან ისრაელმა და მისმა მოკავშირეებმა ირანის სამიზნეების ჩასაჭრელად Patriot-ის დაახლოებით 800 რაკეტა გამოიყენეს. შედარებისთვის, კიევმა მთელი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში დაახლოებით 600 ასეთი რაკეტა მიიღო.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები