Logo

ზელენსკი – ახლა Patriot-ის ადგილი უკრაინაშია, რომ შემდეგ მისი გამოყენება ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო

უკრაინა
790
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით,  უკრაინაში არ არის საკმარისი საჰაერო თავდაცვის სისტემები და ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ მათ შემდეგ გამოიყენებენ არა უკრაინელები, არამედ ნატოს ჯარები, რომლებიც იცავენ მათ აღმოსავლეთ ფლანგს.

 

“აბსოლუტურად აშკარაა, რომ უკრაინაში არსებული საჰაერო თავდაცვის სისტემები არ არის საკმარისი – და ეს აშკარაა ჩვენი ყველა პარტნიორისთვის. მსოფლიომ საბოლოოდ უნდა გაიგოს ეს ტკივილი, რომელსაც რუსი ტერორისტები აყენებენ ხარკოვს, კუპიანსკს, დონეცკის ოლქის ქალაქებს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქს და ჩვენი სხვა უკრაინულ თემებს. მსოფლიოში არის საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი დახმარება”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მან აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო, რომ ეს სისტემები უკრაინას გადაეცეს.

 

“მადლობელი ვარ იმ ქვეყნების, რომლებმაც უკვე დაგვეხმარნენ. ამ ამოცანის შესრულებაში აქტიურობა არის ჩვენი დიპლომატების პირადი პასუხისმგებლობა, რომლებიც მუშაობენ იმ ადგილებში და ქვეყნებში, სადაც არის საჭირო სისტემები. ახლა “პატრიოტის” ადგილი უკრაინაშია, რათა მოგვიანებით მათი გამოყენება მინიმუმ ნატოს მთელ აღმოსავლეთ ფლანგზე არ გახდეს საჭირო“,  – განაცხადა  ზელენსკიმ.

Advertisement