ზელენსკი – ახლა ყველა პოზიტიურ ხასიათზეა, ასე გადაეცით პუტინს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები და უკრაინელი სამხედროების განწყობა პოზიტიურია.
პრეზიდენტმა მოუწოდა უკრაინელებს არ ენდონ ტელეგრამის არხებს და “განსაკუთრებით პუტინს“.
ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, რომ კონტრშეტევის დაწყების შესახებ ბევრი ინფორმაცია გაჩნდა სოციალურ ქსელებში და მედიაში და ასევე, ეს თქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
“მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობდეს, რომ დიდი დრო არ დარჩა… უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, რა ეტაპზეა არ ვისაუბრებ დეტალებზე, მჯერა, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად ვიგრძნობთ. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, ყოველდღიურად ვარ კავშირზე ჩვენს მეთაურებთან სხვადასხვა მიმართულებით… ახლა ყველა პოზიტიურ ხასიათზეა. ასე გადაეცით პუტინს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს