Logo

ზელენსკი – ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოსგან სამართლიანი პასუხი უნდა გაეცეს და ის ამას მიიღებს

უკრაინა
28.04.2023 / 10:33
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსების ღამის მასიურ სარაკეტო თავდასხმას გამოეხმაურა და პირობა დადო, რომ უკრაინა არ დაუშვებს, ოკუპანტები გაექცნენ პასუხისმგებლობას იმაზე, რაც ჩაიდინეს.

 

“ამ ღამით მტერი კვლავ თავს დაესხა უკრაინას რაკეტებით და დრონებით. ტერორისტების სამიზნეები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ობიექტები. უმანზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა 10-მდე საცხოვრებელი კორპუსი”, – წერს ზელენსკი.

 

მისი თქმით, უმანში ერთ-ერთ კორპუსში, სადაც სადარბაზო დაინგრა, ხალხი ნანგრევების ქვეშ რჩება.

 

“სამწუხაროდ, არიან დაშავებულები და დაღუპულები, მათ შორის ერთი ბავშვი. დნიპროში ტერორისტების დაბომბვას ბავშვი შეეწირა. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც რუსული ტერორის გამო დაკარგა ახლობლები და მეგობრები”, – წერს ზელენსკი.

 

სახელმწიფოს მეთაურმა მადლობა გადაუხადა და ყველას, ვინც ეხმარება მტრის თავდასხმების შედეგების დაძლევაში და იცავს ხალხს.

 

“ამ რუსულ ტერორს უკრაინისა და მსოფლიოსგან სამართლიანი პასუხი უნდა ჰქონდეს და ის ამას მიიღებს. ყოველი ასეთი თავდასხმა, ყოველი ბოროტება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ მხოლოდ აახლოებს ტერორისტულ სახელმწიფოს მარცხთან და დასჯასთან და არა პირიქით, როგორც ფიქრობენ. ჩვენ არ დავივიწყებთ არც ერთ დანაშაულს, არ დავუშვებთ, ოკუპანტები პასუხისმგებლობას გაექცნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ღამით რუსებმა მასიური შეტევა დაიწყეს უკრაინაზე, 23 რაკეტიდან უკრაინამ 21 ჩამოაგდო.

 

ოკუპანტებმა უმანში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს. ბოლო ინფორმაციით, რუსულმა რაკეტებმა ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები