ზელენსკი – ამ საერთაშორისო ვიზიტებს ექნება შედეგები, რომლებიც ცუდ ამბებს მოუტანს რუსებს

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მის საერთაშორისო ვიზიტებს ექნება შედეგები, რომლებიც ცუდ ამბებს მოუტანს რუსებს, კერძოდ, ეს ეხება ჰააგაში მის ვიზიტს.
ზელენსკის თქმით, მისთვის ძალიან რთულია ომის დროს ქვეყნის დატოვება და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორებთან ვიზიტი.
“არ მინდა ამით ჩემს ქვეყანაში საზოგადოების, ჯარისკაცების დემოტივაცია. მე გავდივარ ქვეყნიდან ცოტა ხნით იმიტომ, რომ ეს აუცილებელია და არა იმიტომ, რომ ასე მინდა. იმისათვის, რომ რუსებისთვის ცუდი ამბავი მოვიტანო მე დღეს ჰააგაში ვარ, გუშინ ვიყავი ფინეთში”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




