ზელენსკი – ამჟამად უკრაინის 26% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება


ავტორი
Front News საქართველო
ამჟამად უკრაინის 26% რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ორი წლის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი სახელმწიფოს დაცვა. ეროვნული ტერიტორიის დაახლოებით 26% კვლავ ოკუპირებულია, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსეთის არმია მნიშვნელოვან პროგრესს ვერ მიაღწევს, ჩვენ ისინი შევაჩერეთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინამ მოახერხა მსოფლიო ლიდერების გაერთიანება, ამიტომ უკრაინელები მარტო არ არიან.
“დღეს ქვეყანამ იცის რა არის ომი, სამწუხაროდ, ბევრმა ოჯახმა დაკარგა ახლობლები, არიან დაჭრილები და ბევრი ფრონტზეა, მაგრამ ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენ შევძელით მსოფლიო ლიდერების გაერთიანება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველი დღეები ძალიან განსხვავებული იყო.
“ომის პირველი დღეები ძალიან განსხვავებული იყო, ხალხი ძალიან შეშინებული იყო. თავიდან იყო დიდი ქაოსი, მოულოდნელი შემოჭრა, ღამით თავდასხმები ქალაქებზე. ხალხი შოკირებული იყო. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა, დავიწყეთ ჩვენი მიწისა და ოჯახების დაცვა. ჩვენ ალტერნატივა არ გვქონდა“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს