ზელენსკი – ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასა და მოლდოვასთან და პერსპექტივაში საქართველოს და ბელარუსთან ერთად, ან გაიმარჯვებს წარსული


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინასთან მოლაპარაკებების შესახებ შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ბოლო ათწლეულის განმავლობაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ უსაფრთხოების დამყარების თვალსაზრისით უნდა განიხილებოდეს ევროპის ერთიანობის მთავარი გეოპოლიტიკური გამოვლინება – ერთიანობა ევროკავშირის გაფართოების საკითხზე.
“აშკარაა, რომ ყველა ერის გზა ევროკავშირისკენ არის მუშაობა დამსახურებაზე და ინსტიტუციონალურ განვითარებაზე. უკრაინა აკეთებს ამ საქმეს, სრულად. მიუხედავად სრულმასშტაბიანი ომისა, ჩვენ არ ვითხოვთ გამონაკლისს ზოგადი წესებიდან. უკრაინამ პრაქტიკულად შეასრულა ევროკომისიის შვიდი რეკომენდაცია – და გადაწყვეტილებები, რომლებიც იყო მარტივი და გადაწყვეტილებები, რომლებიც რთული იყო პოლიტიკოსებისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინას ახლა საპასუხოდ ევროკავშირის ერთიანობის იმედი აქვს, კერძოდ, გადაწყვეტილების, დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
“თქვენი ეს გადაწყვეტილება ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი იქნება ამ ათწლეულში და მრავალი თვალსაზრისით ის განსაზღვრავს ევროკავშირის მთელ მომავალ გზას“, – განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის მომავალი.
“ან მთელი ევროპა გაიმარჯვებს უკრაინასთან ერთად, მოლდოვასთან ერთად და პერსპექტივაში საქართველოსა და ბელარუსთან ერთად, ან… გაიმარჯვებს წარსული“, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს