ზელენსკი – არ არის გამორიცხული, იმ მომენტში, როცა ჩვენი შეიარაღებული ძალები ყირიმს მიაღწევს, პუტინმა მოლაპარაკებები მოინდომოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ გამორიცხავს, რომ ვლადიმერ პუტინმა მოლაპარაკებები მოინდომოს, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს მიაღწევენ.
“ეს აბსოლუტურად გასაგები, ლოგიკური რიტორიკაა, რომ იმ მომენტში, როცა უკრაინა მიაღწევს ადმინისტრაციულ საზღვარს დროებით ოკუპირებულ ყირიმთან, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული იქნება დიალოგი ეძიოს ცივილიზებულ სამყაროსთან, განსხვავებით სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე, რადგან ის უფრო დასუსტებული იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზაფხულის დასაწყისიდან უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს ფრონტის რამდენიმე სექტორში. ამ ხნის განმავლობაში მათ შეძლეს უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ცხრა დასახლების გათავისუფლება ოკუპანტებისგან. მებრძოლები ასევე წინ მიიწევენ ბახმუტის მიმართულებითაც.
რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ომი არ დასრულდება იქამდე, სანამ ყირიმი ოკუპირებულია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს