ზელენსკი – არ გირჩევდით ექსპერიმენტებს, საშინელი ექსპერიმენტია დახმარების გადადება


ავტორი
Front News საქართველო
საშინელი ექსპერიმენტია დახმარების გადადება, ამან შეიძლება გამოიწვიოს კრიზისი და არა მხოლოდ უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში განაცხადა.
”მართალი გითხრათ, არ გირჩევდით ექსპერიმენტებს. საშინელი ექსპერიმენტია ამა თუ იმ დახმარების გადადება. პრობლემა ზოგჯერ არის ის, რომ ჩვენ დახმარებას დახმარებას ვუწოდებთ, რადგან სამწუხაროდ, ყველას არ ესმის, რომ ეს არის უსაფრთხოების დაცვა. არა მხოლოდ უკრაინის, დიახ, ძირითადად უკრაინელი ხალხია, მაგრამ ეს არის ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებაც და რა თქმა უნდა, იმოქმედებს ყველა კონტინენტის უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, დასავლეთის დახმარების გარეშე უკრაინა უფრო სუსტი იქნება ბრძოლის ველზე. საჰაერო თავდაცვისთვის შესაძლოა, საარტილერიო და საზენიტო რაკეტების დეფიციტი იყოს. ეს თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ უკრაინა, მაგალითად, ვერ შეძლებს ბალისტიკური რაკეტების მოგერიებას, რისი შედეგიც ბევრი მოკლული და ბევრი დაჭრილი იქნება.
ზელენსკი მიიჩნევს, რომ თუ უკრაინა დამარცხდება, იქნება ნატოს ომი რუსეთის ფედერაციასთან, რაც პუტინს ნამდვილად სურს.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს