Logo

ზელენსკი - არ მივიჩნევ, რომ აშშ-მა უკრაინისგან რაიმე მოითხოვა მოლაპარაკებების დროს, მათ გააჟღერეს რუსეთის მოთხოვნები

უკრაინა
316
Frontnews image description

შეერთებულმა შტატებმა გააჟღერა რუსეთის მოთხოვნა უკრაინას ომის დასრულების შესახებ. ვაშინგტონის წარმომადგენლები არაფერს მოითხოვდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"არ მივიჩნევ, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩვენგან რამე მოითხოვა. მე შეერთებულ შტატებს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორად მივიჩნევ. ამიტომ, ამას ასე ჩამოვაყალიბებდი: ტერიტორიების საკითხი, რუსული ხედვა ან რუსული მოთხოვნები - ჩვენ მოვისმინეთ შეერთებული შტატებისგან. ჩვენ ამას რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებად აღვიქვამთ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ამერიკული მხარისგან არაფრის მოთხოვნა. ამერიკულ მხარეს უბრალოდ მიეწოდა უკრაინული ხედვა, რათა რუსეთს გადაეცეს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები ურთიერთობენ მგრძნობიარე საკითხებზე და ასევე ისმენენ რუსეთის პერსპექტივას და მიზნებს, მნიშვნელოვანია, რომ შეერთებულმა შტატებმა მოისმინოს უკრაინის პოზიცია.

AFP-მ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლაპარაკებებზე აშშ უკრაინაზე დონბასის ნაწილის დათმობის მიზნით ზეწოლას ახდენდა.

ამავდროულად, უკრაინა უარს ამბობს ამ ტერიტორიის რუსეთისთვის დათმობაზე. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აკრძალულია კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლით.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ზაფხულიდან მოითხოვს უკრაინისგან ჯარების გაყვანას დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან. მოსკოვის მოთხოვნა გაწერილია „მემორანდუმში“, რომელიც უკრაინულ მხარეს სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების დროს გადაეცა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები