ზელენსკი – არაადამიანები და ტერორისტები, დაისჯება ბრძანების გამცემიც და შემსრულებელიც

ავტორი
Front News საქართველო
რუსი ოკუპანტების მიერ 9 ოქტომბერს ზაპოროჟიეს საცხოვრებელ კორპუსებზე სარაკეტო დარტყმა უზნეობაა და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
“აბსოლუტური უზნეობა. აბსოლუტური ბოროტება. არაადამიანები და ტერორისტები. დაისჯება, ვინც გასცა ეს ბრძანება და ვინც შეასრულა. ისინი უპასუხოდ არ დარჩებიან რა თქმა უნდა, კანონის და ხალხის წინაშე”, – განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 12 ადამიანის დაღუპვა დაადასტურა, დაშავდა 49 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 6 ბავშვია.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი




