ზელენსკი – არანაირი მოლაპარაკება არ იქნება, თუ მარიუპოლში უკრაინელი ტყვეების სასამართლო შედგა


ავტორი
Front News საქართველო
ახლა სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება მედიაში, რომ რუსებს სურთ ოკუპირებულ მარიუპოლში დატყვევებული უკრაინელი ჯარისკაცების სასამართლო პროცესის მოწყობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა.
მისივე თქმით, რასაც არ უნდა ფიქრობდნენ ოკუპანტები, რასაც არ უნდა გეგმავდნენ, ჩვენი სახელმწიფოს რეაქცია იქნება აბსოლუტურად გასაგები.
“თუ ეს საზიზღარი სასამართლო შედგა, თუ ჩვენს ხალხს, ყველა მოლაპარაკების, ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით შეიყვანენ ამ დეკორაციებში, ეს იქნება ის ხაზი, რომლის შემდეგაც მოლაპარაკებები უბრალოდ შეუძლებელი იქნება. რუსეთი საკუთარ თავს მოკვეთავს მოლაპარაკებებიდან. მეტი საუბრები არ იქნება. ჩვენმა სახელმწიფომ ყველაფერი თქვა. უკრაინა არ მოითმენს იმ ადამიანების დაცინვას, რომლებზეც მხოლოდ ერთი შეიძლება, ითქვას – ისინი გმირები არიან და საკუთარ სამშობლოს იცავდნენ დამპყრობლებისგან“, – განაცხადა ზელენსკიმ.
გავრცელებული ინფორმაციით, რუსები 24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს მარიუპოლში უკრაინელი სამხედრო ტყვეების გასამართლებას აპირებენ.
მარიუპოლის ფილარმონიის სცენაზე ოკუპანტებმა ციხის საკნები უკვე მოათავსეს.
მანამდე რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ უკრაინული პოლკი “აზოვი“ ე.წ. „ტერორისტულ ორგანიზაციად“ ცნო. აგრესორმა ქვეყანამ აკრძალა “აზოვის” საქმიანობა მის ტერიტორიაზე.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს