Logo

ზელენსკი - არაფერს ვაჩუქებთ აგრესორს და არაფერს დავივიწყებთ, ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა

უკრაინა
369
Frontnews image description

რუსი ოკუპანტები საჩუქრად ვერაფერს მიიღებენ - ვერც ტერიტორიას და ვერც სხვა რამეს. უკრაინა და მისი მოკავშირეები მხოლოდ გააძლიერებენ ზეწოლას რუსეთზე სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახლა საჭიროა გრძელვადიანი თანამშრომლობა და ხელშესახები შედეგები ევროპის მხრიდან, როგორც მოკლევადიან, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში.

"თითქმის ყოველდღე, ჩვენ ვურთიერთობთ ლიდერებთან, რათა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენ, ყველას ევროპაში, გვქონდეს საერთო პოზიცია რუსეთზე ზეწოლის განხორციელების შესახებ, სწორი სახის ზეწოლა. ჩვენ არაფერს ვაჩუქებთ აგრესორს და არაფერს დავივიწყებთ. ნათლად ვხედავთ, რომ რუსეთი გრძელვადიანი საფრთხეა“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც The Washington Post წერს, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას მოითხოვა, რომ უკრაინამ მას დონეცკის რეგიონზე სრული კონტროლი მიანიჭოს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებიდან რუსული არმიის თითქოსდა გაყვანის სანაცვლოდ.

პუტინის მხრიდან ეს ახალი მოთხოვნა არ არის. რუსეთმა ადრეც არაერთხელ მოითხოვა უკრაინის შეიარაღებული ძალების სრული გაყვანა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე, არაერთხელ განაცხადა, რომ მსგავსი სცენარი შეუძლებელია.

Advertisement