Logo

ზელენსკი - არსებობს უდავო მტკიცებულება, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებით ეხმარება

უკრაინა
250
Frontnews image description

უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რუსეთის დაზვერვის დახმარებას ირანისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, მან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის დირექტორატის უფროსის ოლეგ ივაშჩენკოს ანგარიში მოისმინა.

"ჩვენ გვაქვს უდავო მტკიცებულება, რომ რუსები აგრძელებენ დაზვერვის მონაცემების მიწოდებას ირანის რეჟიმისთვის“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, რუსები იყენებენ თავიანთ ელექტრონულ და რადიო დაზვერვის შესაძლებლობებს, ასევე ახლო აღმოსავლეთში პარტნიორების ურთიერთქმედების შესახებ გარკვეულ ინფორმაციას.

მარტის დასაწყისში, გაზეთმა „ვაშინგტონ პოსტმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს უზიარებდა ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობის შესახებ.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრისას ასეთი ჭორები უარყო.

ამის შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტმა თავადვე დაუშვა, რომ "რუსეთი ირანს მცირე დახმარებას უწევს“.

15 მარტს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ირანს დრონები და ამერიკული სამხედრო ბაზების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები