Logo

ზელენსკი – არც ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა არ დარჩება უპასუხოდ

უკრაინა
493
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით,  არც ერთი რუსული სარაკეტო თავდასხმა უკრაინის ქალაქებზე  უპასუხოდ არ დარჩება.

 

“დღეს მინდა ცალ-ცალკე მივმართო უკრაინის ყველა ჩვენი ქალაქის მაცხოვრებლებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან მუდმივი სასტიკის დაბომბვის ქვეშ არიან: ხარკოვი, ნიკოლაევი, დონბასის ყველა ქალაქი, დნეპროპეტროვსკის ოლქი, ზაპოროჟიეს ოლქი… ყველას, ვინც ამას განიცდის. ჩვენ არ დავტოვებთ არცერთ ამ დარტყმას უპასუხოდ. ჩვენ გამოვავლენთ ყველა ოკუპანტს, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებზე და ამათუ იმ მეთოდით პასუხს ვაგებინებთ, ვერცერთი მკვლელი ვერ დაიმალება”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, უკრაინა აუცილებლად აღადგეს ყველაფერს, რის დატოვებასაც ტერორისტები ნანგრევებად აპირებენ.

Advertisement