ზელენსკი - ასეთი დარტყმების საპასუხოდ სიჩუმე შეუძლებელია, რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება


ავტორი
Front News საქართველო
26 ივლისის ღამეს, რუსეთის არმიამ უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი კომბინირებული შეტევა წამოიწყო. ცეცხლი გაუხსნეს სუმის, ხარკოვის და დნეპროპეტროვსკის ოლქებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, გამოიყენეს რაკეტები, მათ შორის ბალისტიკური რაკეტები, ასევე თავდასხმის დრონები.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მტერმა ერთდროულად შეუტია ქვეყნის აღმოსავლეთსა და ცენტრში მდებარე რამდენიმე რეგიონს.
დაზარალდა მშვიდობიანი მოსახლეობა - არიან დაღუპულები და დაჭრილები. პრეზიდენტმა სამძიმარი გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის დანაყოფებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება - მაშველები დაუყოვნებლივ მივიდნენ დარტყმის ადგილებში.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ასეთი დარტყმების საპასუხოდ რა თქმა უნდა, სიჩუმე არ შეიძლება, უკრაინული შორი მოქმედების დრონები კი ამას უზრუნველყოფს.
"რუსულმა სამხედრო საწარმოებმა, რუსულმა ლოგისტიკამ, რუსულმა აეროპორტებმა უნდა იგრძნონ, რომ რუსეთის ომს მათთვის რეალური შედეგები მოჰყვება“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სწორედ უკრაინული დრონების ზუსტი დარტყმები და თავდაცვის ძალების ყოველდღიური მოქმედებებია ის ფაქტორი, რომელსაც შეუძლია მშვიდობის დამყარება.
26 ივლისის ღამეს რუსეთმა უკრაინაზე მასშტაბური თავდასხმა დაიწყო, სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით - მართვადი ბომბებიდან დაწყებული „შაჰედებით“ დამთავრებული.
ყველაზე მეტად ხარკოვი დაზარალდა, რუსებმა 20-ზე მეტი დარტყმა განახორციელეს. უკვე ადგილებზე მისული მაშველების განმეორებითი თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის სამი თანამშრომელი.
მერმა იგორ ტერეხოვმა აღნიშნა, რომ მოქალაქეების გადარჩენის მსურველებზე თავდასხმები განზრახ ტერორიზმს წარმოადგენს.
დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ბიზნესები და ქალაქის ინფრასტრუქტურა. ხარკოვის გარდა ცეცხლის ქვეშ იყო დნიპრო, კამენსკოე, ზაპოროჟიე და შოსტკა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს