ზელენსკი - აშშ ახლა უფრო მეტად საკუთარ თავზეა ორიენტირებული და უკრაინას ეს ესმის

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ამჟამად, პირველ რიგში, საკუთარ ქვეყანაზე ზრუნავს, თუმცა, იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გულგრილი არ არის უკრაინის მომავლის მიმართ.
NBC News-თან ინტერვიუში პრეზიდენტს ჰკითხეს, სჯერა თუ არა, რომ ტრამპს უკრაინის მომავალი ადარდებს.
"იმედი მაქვს, ასეა. თქვენ იცით აშშ-ის დღევანდელი პოლიტიკა. მათ უფრო მეტად შეერთებული შტატები აინტერესებთ. ეს გასაგებია. ჩვენ ეს გვესმის და ვფიქრობ, რომ ამერიკული გუნდი ამის შესახებ ძალიან ღიად საუბრობს", - განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




