ზელენსკი – აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებებს, შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარებაში


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებებს, რომლის სპიკერად კვლავ მაიკ ჯონსონი აირჩიეს, მომავალში შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ჰქონდეს უკრაინაში რეალური მშვიდობის დამყარებაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკიმ აშშ-ის 119-ე კონგრესს პირველი საკანონმდებლო სესიის დაწყება, რესპუბლიკელ ჯონსონს კი წარმომადგენელთა პალატის სპიკერად არჩევა მიულოცა.
“აშშ-ის კონგრესის ორპალატიანმა და ორპარტიულმა მხარდაჭერამ საშუალება მისცა უკრაინას გადაერჩინა ათასობით სიცოცხლე და თავიდან აგვერიდებინა მრავალი ქალაქის რუსი ოკუპანტების ხელში ჩავარდნა. კონგრესში, თავისუფლების ყველა მეგობართან ერთად ჩვენ ვაჩვენეთ, რომ უკრაინელი ხალხის სიმამაცეს, ამერიკის ხელმძღვანელობასთან ერთად, შეუძლია ეფექტურად შეაჩეროს რუსული აგრესია“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, გლობალური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონგრესი დარჩეს “ურყევი და ორივე მხარე, ყველა წევრთან ერთად, რომლებიც ნამდვილად აფასებენ თავისუფლებას, გაერთიანდნენ ადამიანური და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად“.
“პალატის სამომავლო გადაწყვეტილებებს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს რეალური და ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებაში. უკრაინელი ხალხი ღრმად მადლიერია კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკიმ ასევე წარმატებები უსურვა ჯონსონს “მის ძალიან მნიშვნელოვან საქმეში”.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს