
ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის გუნდს შეხვდა.
"შევხვდი თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ის გუნდს, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კომპანიაა და რომელთანაც დიდი ხნის პარტნიორობა გვაკავშირებს. Lockheed Martin აწარმოებს ATACMS-ს, HIMARS-ს, F-16-ს და რაკეტებს Patriot-ის სისტემისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
მისივე თქმით, Lockheed Martin-თან უკრაინასთან შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა, კერძოდ, ერთობლივი წარმოება და ტექნოლოგიების გაცვლა.
„უკრაინას ბევრი რამ აქვს გასაზიარებელი მათთან, ვინც სიცოცხლის დაცვაში გვეხმარება. ჩვენ განვიხილეთ ჩვენი საერთო შესაძლებლობები Patriot-ებთან და სხვა სისტემებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზელენსკიმ.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, კომპანიისა და უკრაინის გუნდები უკვე მუშაობენ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც "საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად გადავიდეთ ერთობლივ წარმოებაზე და გავზარდოთ ჩვენი შესაძლებლობები სიცოცხლის დასაცავად".
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს