Logo

ზელენსკი - აშშ უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების უარყოფით არ ემუქრება და მათ არჩევნების საკითხს არ უკავშირებს

უკრაინა
206
Frontnews image description

ზოგიერთი დასავლელი პარტნიორი უკრაინაში ომის დროს არჩევნების ჩატარებას ითხოვს, მისი ჩატარებისთვის პირობები არსებობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ეს უკვე მეორედ ისმენს ინფორმაციას უკრაინაში 24 თებერვალს თითქოსდა არჩევნების თარიღისა და რეფერენდუმის გამოცხადების სავარაუდო გეგმების შესახებ.

"მე არაერთხელ მისაუბრია არჩევნებზე - ჩვენ არჩევნებში შევალთ, როდესაც ყველა შესაბამისი უსაფრთხოების გარანტია იქნება", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, არჩევნების საკითხს "ესა თუ ის პარტნიორი“ აყენებს, თავად უკრაინას ეს საკითხი არასდროს დაუყენებია, თუმცა ასეთი პროცესისთვის მზადყოფნა არსებობს.

"ეს ძალიან მარტივია - ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და არჩევნები იქნება. ანუ ეს უსაფრთხოების საკითხია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას უსაფრთხოების გარანტიების უარყოფით არ ემუქრება და მათ არჩევნების საკითხს არ უკავშირებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები