Logo

ზელენსკი აცხადებს, რომ პუტინთან შეხვედრას შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში დათანხმდება

უკრაინა
131
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას დათანხმდება შვეიცარიაში, ავსტრიაში ან თურქეთში.

ზელენსკის თქმით, უკრაინას სავსებით სამართლიანად მიაჩნია, რომ უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრა გაიმართოს ევროპის ნეიტრალურ ქვეყნებში, რადგანაც ომი უკრაინაში და ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობს.

"მე ვთქვი, რომ ჩვენ დავთანხმდებით. შვეიცარია, ავსტრია – ჩვენ ვთანხმდებით. თურქეთი? თურქეთი ჩვენთვის ნატოსა და ევროპის ნაწილია და ჩვენ ამის წინააღმდეგები არ ვართ.

რაც შეეხება ბუდაპეშტს, მე მეჩვენება, რომ დღეს ეს არ არის ადვილი. ეს იოლი არ არის, რადგანაც არსებობს ევროპის ყველა ქვეყნის ერთობა უკრაინის მხარდაჭერაში ომის დროს. სიმართლე რომ ვთქვათ, ბუდაპეშტი ჩვენ მხარს არ გვიჭერდა. მე არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ იყო უკრაინის მხარდაჭერის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement