ზელენსკი – “აზოვსტალიდან” ევაკუაცია დაიწყო, პირველი 100 ადამიანი ხვალ ზაპოროჟიეში იქნება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ მარიუპოლის აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის დაწყება დაადასტურა.
მისი თქმით, პირველი 100 ადამიანი უკვე გადაიყვანეს უკრაინელი სამხედროების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
“აზოვსტალიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. 100-მდე კაცისგან შემდგარი პირველი ჯგუფი, კონტროლირებადი ტერიტორიისკენ უკვე მიემართება, ხვალ მათ ზაპოროჟიეში შევხვდებით. მადლობა ჩვენს გუნდს! ახლა ისინი, გაეროსთან ერთად, ქარხნიდან სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე მუშაობენ”, – წერს ზელენსკი “ტვიტერზე“.
უმაღლესი რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა, რომ დღეს “აზოვსტალიდან” მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია წარმატებით დასრულდა.
მისივე თქმით, ქარხნის ტერიტორიის დატოვება 100-ზე მეტმა უკრაინელმა შეძლო, მათ შორის არიან ბავშვები, ქალები და მოხუცები.
“წინ ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა და ბევრი ხალხია, თუმცა უკრაინამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არ ტოვებს თავის ხალხს, თუნდაც ჯოჯოხეთი იყოს”, – აღნიშნა არახამიამ.


ლაშა ბერიძე – თუ არ იქნება ზელენსკი, რომელიც ასეთ ძლიერ ლიდერად ჩამოყალიბდა, რუსებისთვის ეს გამარჯვება იქნება, ამერიკელებს კი ზელენსკი ხელს უშლით

ვლადიმერ ზელენსკი – სახელმწიფოების ლიდერები უკვე ღიად ამბობენ, რომ “ხვალ ომი იქნება“, ეს პანიკაა, რა უჯდება ეს უკრაინას?

ზელენსკი – ხვალ ვიქნები “რამშტაინის” ფორმატში შეხვედრაზე, ასევე დაგეგმილია მოლაპარაკებები