ზელენსკი ბაიდენს შესაძლოა, პოლონეთში შეხვდეს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, თებერვლის ბოლოს ამერიკის და პოლონეთის ლიდერებს ჯო ბაიდენსა და ანჯეი დუდას შეხვდეს. შესაძლოა, შეხვედრა პოლონეთში გაიმართოს, – ინფორმაციას პოლონური გამოცემა Dziennik Gazeta Prawna ავრცელებს.
არაოფიციალური ინფორმაციით, შეხვედრა შესაძლოა, თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის წლისთავთან დაკავშირებით შედგეს. ამ დროისთვის ვიზიტისთვის განიხილება ორი ქალაქი – ვარშავა და ჟეზოვი.
“უკრაინის პრეზიდენტი წარადგენს სამშვიდობო გეგმას და მოიწვევს საერთაშორისო კონფერენციას უკრაინის შესახებ”, – წერს გამოცემა უკრაინაში დიპლომატიური წყაროებზე დაყრდნობით.
ამასთან, როგორც პოლონური გამოცემა აღნიშნავს, სამშვიდობო გეგმა შეადგენს 10 პუნქტს, რომელიც მოიცავს ომის დამნაშავეთა საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, ასევე უკრაინის უსაფრთხოების ახალ გარანტიებს ევროატლანტიკური ინსტიტუტების ფარგლებში.
უცხოურმა მედიამ რამდენიმე დღის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენი ომის წლისთავზე ევროპაში ვიზიტს გეგმავს. ჟურნალისტების ინფორმაციით, ამერიკელი ლიდერი პოლონეთში ჩასვლას აპირებს, სადაც უკრაინის დახმარების ახალ პაკეტს გამოაცხადებს.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს