ზელენსკი – ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ, რომ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ არის ბოლომდე დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ ცოცხალია.
“დღეს კარგად არ მესმის, ვისთან და რაზე ვისაუბრო. დარწმუნებული არ ვარ, რომ რუსეთის პრეზიდენტი, რომელიც ხანდახან ჩნდება, ის არ არის. არ ვიცი ცოცხალია თუ არა, ან გადაწყვეტილებებს იღებს თუ არა, ან ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, რა ხალხის წრეა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს.
არ მესმის, როგორ შეიძლება ევროპელ ლიდერებს ერთ რამეს დაჰპირდე და მეორე დღეს დაიწყო სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი შეჭრა. უბრალოდ არ მესმის, ვისთან გვაქვს საქმე. როდესაც ჩვენ ვამბობთ “სამშვიდობო მოლაპარაკებებს” – არ მესმის, ვისთან.
ჩვენ ახლა ვკონტაქტობთ თქვენთან – თქვენ ზუსტად იცით ვინ ვარ მე და მე ზუსტად ვიცი ვინ ხართ. არიან ჩვენი ცხოვრების მოწმეები. და მაშინაც კი, თუ ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე, ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ კონსენსუსს.
მეჩვენება, რომ რუსეთმა ჯერ “ვიღაც” უნდა იპოვოს, მერე “რაღაც” შესთავაზოს”, – განაცხადა ზელენსკიმ.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

ზელენსკი – იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ, დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა ქუჩებსა და მოედნებზე, რომ შემდეგ მთებსა და ტყეებში არ მოგიწიოთ საკუთარი სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა

ვახტანგ კაპანაძე – შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტრამპის მტერი არ არის პუტინი, ტრამპის მტერი არ არის ზელენსკი, მისი მტერი არის ბაიდენი

ზელენსკი – სიკვდილის ეშინია, არ ვარ დარწმუნებული, რომ მზად არის გამოიყენოს ბირთვული იარაღი