Logo

ზელენსკი – ბრძოლის ველზე მივიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ

უკრაინა
529
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ორკვირიანი კონტრშეტევის შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი “უფრო ნელია, ვიდრე ვისურვებდით“.

 

“ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და ისინი ახლა ელოდებიან შედეგებს. ეს ასე არ არის”, – განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ “ადამიანების სიცოცხლეა საფრთხეში”.

 

მისივე თქმით, სამხედრო წინსვლა იოლი არ იყო, რადგან 200 ათასი კვადრატული მეტრი უკრაინის ტერიტორია დანაღმული იყო ოკუპანტების მიერ.

 

“რაც არ უნდა მოისურვოს ზოგიერთმა, მათ შორის ჩვენზე ზეწოლის მცდელობები, მთელი პატივისცემით, ჩვენ ბრძოლის ველზე მივიწევთ ისე, როგორც საუკეთესოდ მივიჩნევთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

უკრაინის თავდაცვის ძალები უკვე დაახლოებით ორი კვირაა, აგრძელებენ კონტრშეტევითი ოპერაციების აქტიურ ფაზას. ამ ხნის განმავლობაში შესაძლებელი გახდა დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონების 8 დასახლების გათავისუფლება და ახალი საზღვრების დაკავება.

 

21 ივნისის მდგომარეობით, იგივე სიტუაციაა ლუგანსკის რაიონში – უკრაინის შეიარაღებული ძალები ბელოგოროვკა-შიპილოვკას მიმართულებით მიიწევენ და იქაც საზღვრებზე ფიქსირდებიან.

 

განსაკუთრებით მძიმე ბრძოლები ახლა ლიმანის და მარინკას მიმართულებით გრძელდება, სადაც ოკუპანტები ქალაქის დაპყრობას ცდილობენ.

Advertisement