ზელენსკი – ბრიტანეთმა უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე დარტყმის ნებართვა მისცა


ავტორი
Front News საქართველო
ლონდონმა გადაწყვიტა უკრაინას მიეცეს ნება დაარტყას რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს ბრიტანული იარაღით, – ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
მისივე ცნობით, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ლიდერებმა ყურადღება გაამახვილეს სამშვიდობო სამიტის მომზადებაზე, რომელიც შვეიცარიაში 15-16 ივნისს გაიმართება.
“დარწმუნებული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდშიც კი, დიდი ბრიტანეთი სამიტზე იქნება წარმოდგენილი უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის საჰაერო თავდაცვისა და შორი დისტანციური შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებს შეეხნენ.
“პრეზიდენტმა აღნიშნა დიდი ბრიტანეთის ნებართვა, დაარტყას სამხედრო ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ლონდონის ასეთი გადაწყვეტილება ხელს შეუშლის რუსეთის მცდელობებს გააფართოოს ომი და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლე.
ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო უკრაინასა და ბრიტანეთს შორის ერთობლივი საწვრთნელი მისიების შესაძლებლობა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი