ზელენსკი ჩეხეთში ჩავიდა


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი ოფიციალური ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში ჩავიდნენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩეხეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჩეხეთის რესპუბლიკას ორ ქვეყანას შორის ფუნდამენტური მხარდაჭერისა და თანამშრომლობის გაძლიერებისთვის.
მან აღნიშნა, რომ ჩეხეთის საარტილერიო ინიციატივა ეფექტური იყო და ეს თანამშრომლობა გაგრძელდება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკრაინის სამხედრო ავიაციის განვითარებას, პილოტების სასწავლო პროგრამების გაფართოებას და F-16 ფლოტის უზრუნველყოფას.
"თანამშრომლობის ცალკე სფეროა ჩვენი სამხედრო ავიაციის განვითარება, პილოტების სასწავლო პროგრამების გაფართოება და ჩვენი ფლოტის F-16 თვითმფრინავებით უზრუნველყოფა. ჩეხეთის რესპუბლიკასთან და საავიაციო კოალიციის სხვა წევრებთან ერთად, ჩვენ უკრაინისთვის სასიხარულო ამბებს ვამზადებთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტი პრაღაში ბოლოს 2023 წლის ივლისში იმყოფებოდა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს