Logo

ზელენსკი - ჩვენ ახლა გვაქვს სამშვიდობო გეგმის 20 პუნქტი, ზოგიერთი ჯერ კიდევ დასასრულებელია

უკრაინა
61
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფლორიდაში გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილე უკრაინის დელეგაცია ირლანდიაში ჩავიდა.

მისივე თქმით, საბოლოო სამშვიდობო გეგმა ამ დროისთვის 20 პუნქტისგან შედგება.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეს განცხადება ირლანდიის პრემიერ-მინისტრ მაიკლ მარტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

"ჩვენი დელეგაცია, რომელიც აშშ-ში აშშ-ის პრეზიდენტის გუნდთან ერთად შეხვედრებს ესწრებოდა, დღეს ირლანდიაში შეიკრიბა. ახლა ჩვენ გვაქვს 20 პუნქტი, რომლებიც ჟენევაში შემუშავდა და ფლორიდაში დასრულდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთი პუნქტი ჯერ კიდევ დასასრულებელია.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინელი ოფიციალური პირები რამდენჯერმე შეხვდნენ ამერიკელ ოფიციალურ პირებს აშშ-ის სამშვიდობო გეგმის განსახილველად.

ჟენევაში საწყისი მოლაპარაკებების შემდეგ, გამოცხადდა, რომ დოკუმენტი შემოკლდა და მედიის ცნობით, ის 28-ის ნაცვლად მხოლოდ 19 პუნქტს შეიცავდა.

ამ დროისთვის, სამშვიდობო გეგმის ახალი ვერსიის დეტალები უცნობია. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად აშშ-მა უკრაინისგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების რუსეთისთვის დათმობა მოითხოვა. გარდა ამისა, დოკუმენტი უკრაინისთვის მიუღებელ სხვა დებულებებსაც შეიცავდა.

მედია წერს, რომ ტერიტორიული დათმობების საკითხი, როგორც ჩანს, ჩიხში შევიდა, რადგან უკრაინა დონბასის არაოკუპირებული ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობაზე თანახმა არ არის.

Advertisement