ზელენსკი – ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ განთავისუფლებული, მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელ სამხედროებს პოზიციები დღის განმავლობაში არ დაუკარგავთ, მათ შეძლეს წინსვლა და რუსი ოკუპანტების უკან გაბრუნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ზოგიერთ რაიონში ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ზოგიერთ რაიონში ისინი იცავენ პოზიციებს და ეწინააღმდეგებიან დამპყრობლების თავდასხმებს და გაძლიერებულ შეტევებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები. მხოლოდ გათავისუფლებული. მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ლურჯი და ყვითელი ფერები იქნება ქვეყნის მთელ სამხრეთ და აღმოსავლეთში და არ არსებობს ისეთი ფორტიფიკაციები, რომლებიც რუსებს საშუალებას მისცემს, შეაჩერონ უკრაინა.
“მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მეომარს – თითოეულ ჯარისკაცს, თითოეულ სერჟანტს, ყველა ოფიცერს და ყველა გენერალს, რომლებიც ახლა ჩართული არიან ჩვენს აქტიურ შეტევაში და თავდაცვით მოქმედებებში. მადლობას გიხდით ყოველი გათავისუფლებული და დაცული პოზიციისთვის”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
თაგები:
ვლადიმერ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს