Logo

ზელენსკი – ჩვენ არ ვესხმით თავს არც პუტინს და არც მოსკოვს, იარაღს მხოლოდ ჩვენი ტერიტორიის დასაცავად ვიყენებთ

უკრაინა
03.05.2023 / 20:28
Frontnews image description

უკრაინას კრემლზე და რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინზე არავითარი “თავდასხმა” არ განუხორციელებია, სახელმწიფო იარაღს თავისი ტერიტორიის დასაცავად იყენებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“მე შემიძლია გავიმეორო ეს გზავნილი, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგები იქნება: ჩვენ არ ვესხმით თავს არც პუტინს და არც მოსკოვს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

მისივე თქმით, უკრაინა იცავს თავის ტერიტორიას, თავის სოფლებს, ქალაქებს და არ აქვს საკმარისი იარაღი ამ საჭიროებისთვისაც კი.

 

“ამისთვისაც არ გვაქვს საკმარისი იარაღი. ამიტომ სადღაც არ ვიყენებთ. დეფიციტი გვაქვს, ვერსად ვერაფერს გამოვიყენებთ. ამიტომ პუტინს თავს არ ვესხმით, ამას ტრიბუნალს დავუტოვებთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

უკრაინის პრეზიდენტს ასევე ჰკითხეს, რატომ შეიძლება რუსეთმა დაადანაშაულოს უკრაინა პუტინის მკვლელობის სავარაუდო მცდელობაში.

 

“ეს ძალიან მარტივია. რუსეთს არ აქვს გამარჯვებები. მას (პუტინს) აღარ შეუძლია თავისი სახელმწიფოს მოტივაცია, მას არ აქვს გამარჯვებები ბრძოლის ველზე. მსოფლიოს მეორე არმიამ წააგო, მათ არ შეუძლიათ ჩვენი ოკუპაცია. ახლა მას სჭირდება როგორმე მოტივაცია მოახდინონ, რომ წინ წავიდნენ, გარდა “ვაგნერელებისა“, რომლებსაც ესვრიან, თუ წინ არ წავიდნენ და უკან დაბრუნდნენ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, პუტინი ვეღარ ახერხებს თავის საზოგადოებას ინფორმაციულად “მიყიდოს” გამარჯვებები, რომელიც ისედაც არ აქვს.

 

“მათ წააგეს ეს ომი, წააგეს ისტორიულად. ახლა მას რაღაც რადიკალური უნდა გააკეთოს – ან მკვლელობის მცდელობა, შემდეგ დრონები, ან ბატები, რომელმაც დაბომბეს. ისინი გარკვეულ ნაბიჯებს გადადგამენ, ყველაფერი კი უფრო მარტივად წყდება – არავის დაშინება საჭირო არ არის, გადით ჩვენი ტერიტორიიდან, რომელსაც ყველა აღიარებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement