Logo

ზელენსკი – ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს მისი ტერორის ყველა გამოვლინებაზე და ამ თავდასხმაზეც

უკრაინა
1070
Frontnews image description

უკრაინა აუცილებლად უპასუხებს რუსეთის ტერაქტს ხარკოვის მახლობლად, ტერმინალზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“ჩვენ აუცილებლად ვუპასუხებთ რუსეთს მისი ტერორის ყველა გამოვლინებაზე და ამ თავდასხმაზეც“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტერორისტები ვერ გატეხენ უკრაინის ნებას, დაიცვას თავისუფლება, სახელმწიფო და დამოუკიდებლობა.

 

მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, უკრაინა თავისი მიწიდან რუსულ ბოროტებას განდევნის.

 

21 ოქტომბერს, ღამით, ოკუპანტები ხარკოვის მახლობლად, თავს დაესხნენ ტერმინალს. რუსებმა С-300 საზენიტო რაკეტები გაისროლეს.

 

მტრის თავდასხმის შედეგად ხანძარი გაჩნდა და ტერმინალი თითქმის მთლიანად განადგურდა. დაზიანდა სატვირთო მანქანებიც.

 

ბოლო მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, დაშავებულია 17 ადამიანი.

Advertisement