Logo

ზელენსკი – ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი ვერ აკონტროლებს ბახმუტს

უკრაინა
05.04.2023 / 17:00
Frontnews image description

უკრაინის ქალაქ ბახმუტში ვითარება ერთ-ერთი ყველაზე რთულია ფრონტის ხაზზე. მას აკონტროლებს სახმელეთო ჯარების მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე სირსკი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვარშავაში, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, სწორედ ბახმუტშია გამოყენებული ყველაზე მეტი სხვადასხვა სახის იარაღი, თუმცა ქალაქში ვითარება კვლავ მძიმეა.

 

“ანუ წარმატებებია ბახმუტის ზოგიერთ ბლოკში – ჩვენ წინ მივდივართ, ან არ არის და ისევ უკან ვიხევთ. მაგრამ ჩვენ ბახმუტში ვართ და მტერი არ აკონტროლებს ბახმუტს. ასეთი სიტუაციაა დღეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისი თქმით, ბახმუტის საკითხს გენერალი ალექსანდრე სირსკი აკონტროლებს და მისი მთავარი მიზანი პერსონალის გადარჩენაა.

 

“რა თქმა უნდა, მისთვის მთავარია კადრების შენარჩუნება, ჩემთვის მთავარია სამხედროები არ დავკარგოთ. რა თქმა უნდა, ადგილზე გენერლის შესაბამისი სწორი გადაწყვეტილებები იქნება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

Advertisement