Logo

ზელენსკი – ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან

პოლიტიკა
1379
Frontnews image description

უკრაინელები და ქართველები მართლაც მოძმე ხალხია, მაგრამ გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ მესმის თქვენი ხელისუფლების პოზიცია. მე უბრალოდ არ მესმის ის, ამიტომ ძალიან მტკივნეულია ჩემთვის ამის ყურება, თუ ისინი არ შემოიღებენ სანქციებს სხვას არაფერს ექნება აზრი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

“მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საქართველოსთან არანაირი კონფლიქტი არასდროს გვექნება, რადგან ქართველი ხალხი ჩვენკენაა. მთელი თბილისი გამოვიდა დემონსტრაციაზე და მხარი დაგვიჭირა ამ სიტუაციაში. მე უბრალოდ არ მესმის საქართველოს ლიდერების ქცევა, ისინი ხომ უკვე ზრდასრული ადამიანები არიან და არც მე გამოვდგები მასწავლებლად, მაგრამ სანქციების არ შემოღება არ მესმის.

მოვისმინე ვერსიები, რომ საქართველოს ეკონომიკას უფრთხილდებიან, მაგრამ რა ეკონომიკა, რუსეთმა უკვე წაიღო თქვენი ტერიტორიის 20% და თითქმის თბილისამდე მოვიდნენ, ნუთუ ეს ამად ღირს? რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას.

ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები