Logo

ზელენსკი – ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის

უკრაინა
921
Frontnews image description

რუსეთის არმიამ დღეს კიდევ ერთხელ განახორციელა უკრაინის ტერიტორიების დაბომბვა, ოკუპანტების სამიზნე ამჯერად “მოტორ სიჩი” და ხმელნიცკის ოლქი გახდა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

 

“დღეს მორიგი რუსული სარაკეტო შეტევა განხორციელდა ჩვენს სახელმწიფოზე. “კინჟალი“, “კალიბრი”. ზოგიერთი რაკეტა ჩამოაგდეს, ამისთვის მადლობას ვუხდი ჩვენ საჰაერო თავდაცვის მეომრებს”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, რამდენი ასეთი რუსული შეტევაც არ უნდა იყოს, ეს მაინც ვერაფერს მოუტანს მტერს.

 

“არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენ დავიცავთ თავისუფლებას უკრაინისთვის, ჩვენი ხალხისთვის. რუსეთი ვერ შეძლებს საერთაშორისო სამართლის ჩანაცვლებას ტერორით, კრიზისებით ან რაიმე დაშინებით”, – განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement