ზელენსკი – ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რათა დავიცვათ მსოფლიო რუსული აგრესიისგან


ავტორი
Front News საქართველო
რუსი მტრების მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში სამართლიანი მშვიდობა არ არის, მისი ერთადერთი დასასრულია – არანაირი კომპრომისი უკრაინული მხარისგან, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, სამართლიანი მშვიდობაა – არანაირი კომპრომისი ჩვენს მიწაზე, ტერიტორიულ მთლიანობაზე, ჩვენს სუვერენიტეტზე, კომპენსაცია რუსეთის აგრესიით მიყენებული ყველა დანაკარგისთვის. არ შეიძლება იყოს “სამართლიანი მშვიდობა” იმ ომში, რომელიც ამ არაადამიანებმა მოიტანეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრანისთვის Patriot-ის სისტემის გადაცემა მნიშვნელოვანი ნაბიჯია უკრაინის საჰაერო ფარის შესაქმნელად.
“ჩვენ განვიხილავთ შემდგომ სანქციებს და იურიდიულ ზეწოლას ტერორისტულ სახელმწიფოზე. რუსეთი პასუხისმგებელი უნდა იყოს ყველაფერზე, რასაც აკეთებს ჩვენი სახელმწიფოს, ჩვენი ხალხის, მთელი ევროპისა და თავისუფალი სამყაროს წინააღმდეგ.
ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ გაუმჯობესდება ჩვენი თავდაცვისუნარიანობა უახლოეს თვეებში. არ მსურს ამაზე საუბარი ახლა, გესმით რატომაც, მადლობა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღებისთვის.
300 დღის წინ ჩვენ დავიწყეთ ჭეშმარიტად ახალი ეტაპი ჩვენს ურთიერთობებში – უკრაინა და შეერთებული შტატები. ჩვენ მივედით შინაარსით სავსე რეალური ალიანსის დონემდე“, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინა და შეერთებული შტატები გააგრძელებენ მუშაობას, რათა დაიცვან საკუთარი თავი და მსოფლიო რუსული აგრესიისგან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს