ზელენსკი – ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი, ალიანსს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალების


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა უკვე ემზადება ნატოს მოახლოებული სამიტისთვის, რომელიც ივლისშია დაგეგმილი და აშშ-ში გაიმართება. კიევს სურს, ალიანსში მიწვევა მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
“ვემზადებით ნატოს სამიტისთვის, რომელიც გაიმართება ამ ზაფხულს, ჩვენ გვჭირდება ძლიერი პოლიტიკური სიგნალი – ალიანსს არ უნდა ეშინოდეს საკუთარი ძალების და დაიმალოს საკუთარი საფუძვლებიდან. ყველა ქვეყანა, რომელიც იზიარებს საერთო ღირებულებებს და მზად არის რეალურად დაიცვას ისინი, იმსახურებს მოწვევას ალიანსში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ნატოს სამიტი 9-11 ივლისის პერიოდშია დაგეგმილი. ნატოს შექმნის 75-ე წლისთავისადმი მიძღვნილი სამიტი ვაშინგტონში გაიმართება. შეერთებულმა შტატებმა გამოთქვა მოლოდინი, რომ ამ სამიტზე მიიღება გადაწყვეტილება უკრაინის გრძელვადიანი მხარდაჭერის შესახებ.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს