Logo

ზელენსკი – ჩვენ, მთელი უკრაინა ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ გამარჯვების აღსანიშნავად

უკრაინა
822
Frontnews image description

ომი მხოლოდ უკრაინის გამარჯვებით დასრულდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ზელენსკი ყოველგვარ დათმობებსა და კომპრომისებს გამორიცხავს.

 

“რა არის ჩვენთვის ომის დასასრული? ადრე ვამბობდით – მშვიდობა. ახლა ვამბობთ – გამარჯვება. ტერორისტებთან ურთიერთგაგებას არ ვეძებთ. ჩვენთვის უკრაინა არის მთელი უკრაინა. 25-ვე რეგიონი, ყოველგვარი დათმობებისა და კომპრომისების გარეშე. დონბასი უკრაინაა და ჩვენ მას დავაბრუნებთ, როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. ყირიმი არის უკრაინა. და ჩვენ მას დავუბრუნებთ. როგორიც არ უნდა იყოს ეს გზა. და ჩვენ ხელებს მხოლოდ ერთხელ ავწევთ – როცა გამარჯვებას ვიზეიმებთ. მთელი უკრაინა”, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

ამასთან, მან რუსებს მიმართა.

 

“არ გინდათ თქვენი ჯარისკაცები იღუპებოდნენ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. არ გინდათ თქვენმა დედებმა იტირონ? გაათავისუფლეთ ჩვენი მიწები. ეს არის ჩვენი მარტივი და გასაგები პირობები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

Advertisement