Logo

ზელენსკი - ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად

უკრაინა
149
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებებში უკრაინის კომპრომისი არის ის ფაქტი, რომ "უკრაინა აგრესორთან კომპრომისებზე საუბრობს" და კიევი ოკუპანტისთვის ახალი ტერიტორიების დათმობას არ აპირებს.

"ჩვენ იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ - ეს დიდი კომპრომისია. მათ ჩვენი ტერიტორიის თითქმის 20% მიიტაცეს და ჩვენ მზად ვართ ახლავე ვისაუბროთ მშვიდობაზე პრინციპის "იქ ვდგავართ, სადაც ვდგავართ" საფუძველზე. ეს დიდი კომპრომისია", - განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის თქმით, უკრაინა მზადაა „რეალური კომპრომისებისთვის“, მაგრამ არა „კომპრომისებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად“, რაც არსებითად რუსეთის ულტიმატუმს წარმოადგენს.

"ჩვენ მზად ვართ რეალური კომპრომისებისთვის, მაგრამ არა კომპრომისებისთვის ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ფასად. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ კომპრომისებზე შეერთებულ შტატებთან, მაგრამ არა იმისთვის, რომ რუსებისგან ისევ და ისევ მივიღოთ ულტიმატუმები. ისინი აგრესორები არიან. ყველამ აღიარა ეს. ეს არ შეცვლილა. ბევრი ქვეყანა, რომელიც ამ ომის დაწყებიდანვე იყო ან ცდილობდა ყოფილიყო შუამავალი, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთსა და აზიაში, ასევე სხვა სახელმწიფოებში, აღიარებს, რომ რუსეთი აგრესორია.

რას გვთავაზობს რუსეთი კომპრომისის სახით? რის გაკეთებას აპირებენ? მათ თქვეს: "ჩვენ მზად ვართ არ დავიკავოთ თქვენი სხვა რეგიონები“, მაგრამ ეს სიტყვებიც კი ტერორიზმია. "მზად ვარ, არ მოგკლათ - ყველაფერი მოგვეცით“. რას ნიშნავს ეს? ეს კომპრომისი არ არის. ეს ულტიმატუმია. სწორედ ამიტომ ვთქვი: „ჩვენ მზად ვართ კომპრომისებისთვის, რომლებიც პატივს სცემენ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენს არმიას, ჩვენს ხალხს და ჩვენს შვილებს. მაგრამ ჩვენ არ ვართ მზად ულტიმატუმებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები